Monday, May 16, 2016
Sunday, May 15, 2016
ტრენინგის მე-8 დღე
დღევანდელ დგეს ვიმუშავეთ :შეფასების სქემებზე,რუბრიკებზე.შევქმენით და ავაგეთ, სქემები,რომლებიც გამოვიყენეთ პროექტის მსვლელობის დროს.გადავამოწმეთ, მთლიანი პროექტის გეგმის შაბლონი,შევიტანეთ შესწორებები.
Saturday, May 14, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
დღე საკმაოდ ნაყოფიერად გავატარეთ. კვლავ ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზ- ჩავასწორეთ და დავხვეწეთ. ასევე შევადგინეთ შეფასების რუბრკები, კოგნიტური სქემები. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და დაწვრილებით გავწერეთ პროექტის მიმდინარეობა.
Sunday, May 8, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე.
დღევანდელ დღეს ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ ეტაპებზე ,შევავსეთ გეგმის შაბლონი- დიფერენცირებული სწავლება. განვიხილეთ შეფასების მოკლე მონახაზი .სახლში სამუშაოდ მოგვეცა შეფასების მოკლე ჩარჩოს შევსება.
Saturday, May 7, 2016
მეხუთე დღე
მეხუთე დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ ბუკლეტები,გეგმის შაბლონი,შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე,გადმოვიწერეთ გუგლიდან სურათები და ინფორმცია და შევავსეთ შაბლონის შესაბამისი გრაფა.
Sunday, April 24, 2016
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავე პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,საიდანაც გამოვყავი სამი სახის კითხვა:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.ვიმსჯელე მათ მნიშვნელობაზე.
Saturday, April 23, 2016
მესამე დღის რეფლექსია
გავეცანი რა მიზანი აქვს პროექტებით სწავლებას. ავირჩიე თემა .პროექტის შესაქმნელად გავეცანი და შევისწავლე გეგმა რისი მიხედვიდაც თანმიმდევრულად ჩამოვაყალიბე პროექტის მსვლელობა,შევქმენი საინფორმაციო შაბლონი ბუკლეტი,მოვარგე ესგ.21 საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტებით სწავლება საინტერესოა ,თვალსაჩინოა ,მოსწავლეები ეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს.
Subscribe to:
Posts (Atom)